ფონ დერ ლაიენი, კალასი და გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებული ევროკავშირის მზარდი საგარეო ომი. სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს.
Politico-ს განმარტებით, კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა.
გამოცემის ცნობით, ირანის კრიზისზე ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.
ორი მაღალჩინოსნის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა. დავის საგანი კი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების კოორდინირებაა.
როგორც Politico წერს, გასულ უქმეებზე, როცა აშშ და ისრაელი ირანს თავს დაესხნენ, ფონ დერ ლაიენი და კალასი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციის დაფიქსირებას ცდილობდნენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |