Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 03 მარტი 2026, 18:41

უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა, - წერს საუნფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

„მათ არ სურთ იმ პრობლემების „პანდორას ყუთის“ გახსნა, რომლებიც, მათი შიშით, შესაძლოა სწრაფ გაწევრიანებას მოჰყვეს“, - ნათქვამია სტატიაში.

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რუსეთთან ომის დასასრულებლად გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი განისაზღვროს.

თუმცა, დიპლომატების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა - მათ შორის ისეთმა გავლენიანმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია - პირად საუბრებში სკეპტიციზმი გამოხატეს გაწევრიანების პროცესის შესაძლო რეფორმის მიმართ.

სააგენტო Reuters-ი რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს ესაუბრა. მათგან ბევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ამ იდეის მიმართ გარკვეული მერყეობა შეინიშნება.

მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ თუ უკრაინა და სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობას წინასწარვე მიიღებენ, ისინი აღარ გააგრძელებენ რეფორმების გატარებას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
არქივი