ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 03 მარტი 2026, 21:41

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს აშშ-ში და ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სათავეში შესაძლოა „ქვეყნის შიგნით მყოფი, ზომიერი შეხედულებების პოპულარული ფიგურა“ ჩადგეს
NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
არქივი