ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 14 მარტი 2026, 22:06

ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც 2020 წლიდან მოყოლებული ვართ სულ კონფლიქტებსა და ომებში, ჩვენ ვმუშაობთ გამნაღმველებივით. ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის კავშირთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე.

რა ახსნა აქვს საქართველოდან 4 წელია ითხოვენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და იგივეს არ ითხოვენ მოლდოვისგან, რომელიც არის ასევე კანდიდატი ქვეყანა. რა ინტერესი აქვს კონკრეტული ევროკავშირს რომ მაინცდამაინც საქართველომ დაუწესოს რუსეთს სანქციები რომლის ვაჭრობა რუსეთთან არის 0,3%.

იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე
ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები 2 600-ზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ
არქივი