საქართველოს ელჩი იტალიაში - ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან, ამ საკითხზე სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 27 იანვარი 2021, 20:50

იტალიაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის  უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნებები არ არის სანდო.

“საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ-19-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის.

მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) კონსულტაციები  მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში, ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. 

შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” , - აცხადებს კოტე სურგულაძე.

საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქით მიმართა.

"ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!" - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი აქციის მონაწილეებზე: მათი ეს თვალთმაქცობა ძალიან მალე გამომჟღავნდა, როდესაც წინა დღით გალობდნენ და მეორე დღეს პატრიარქს ლანძღავდნენ
ანრი ოხანაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულება, შესაბამისად, სანქციების მუქარა ვერავის შეაშინებს - პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას
რატი იონათამიშვილი - არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „გესტაპოს ადმინისტრაცია“ უწოდა
არქივი