დავით ზალკალიანი ლიზ თრასს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 15 სექტემბერი 2021, 23:18
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიზ თრასს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს და აქტიური თანამშრომლობის ფონზე ორ ქვეყანას შორის კავშირის გაძლიერების იმედს გამოთქვამს.

ამასთანავე, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დომინიკ რააბი ლიზ თრასმა შეცვალა. მანამდე ის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლიზ თრასი ასევე შეითავსებს ქალთა და თანასწორობის მინისტრის მოვალეობებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი