თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 26 აპრილი 2024, 00:53

ჩვენ გავაკეთეთ, რომ რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი და ვთქვით, რომ მათ მათ განახორციელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამას თუ ვინმე თეატრის სცენიდან იტყვის, შეიძლება რომ ამას არ დავეთანხმოთ?! მთელი ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ჩემი, ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოში 10-წლიანი კარიერის განმავლობაში და შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა ჩვენ გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ, რომ რუსეთს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი და ვთქვით, რომ მათ მათ განახორციელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა“, - აღნიშნა თეა წულუკინამა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია მეორე - ყველას მოგიწოდებთ, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას მშვიდობა საქართველოსთვის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა
პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
არქივი