ლევან იოსელიანი - მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და სახტად დავრჩი, აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 20 სექტემბერი 2021, 23:21
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აცხადებს, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან ივანიშვილის თავყრილობაში, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში? - ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის უფროსის დაბარებას ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დეპუტატები ახლა ვალდებულები არიან, რომ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები დასვან სხდომაზე.

„მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და სიმართლე გითხრათ, სახტად დავრჩი. 5 ივლისის საქმეზე პარლამენტში არ შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, იმიტომ, რომ მათ გარეშე არ იქმნება. დღეს აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ, დაიბარონ სუს-ის ხელმძღვანელი და მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. მაშინ, რატომ არიან ივანიშვილის თავყრილობაში, თვითონ რატომ შემოვიდნენ პარლამენტში. ამომრჩევლის წინაშე ხომ აქვთ ანგარიშვალდებულება? ახლა, ჩვენ, პარლამენტის წევრები ვალდებულები ვართ, რომ ამის თაობაზე იმ სტრუქტურის მიმართ მინიმუმ კითხვები დავსვათ და პარლამენტში პოლიტიკური დებატები შედგეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს თუ არ გინდა, აბა, რა გინდა?! თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევას როგორ აპირებ, თუ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების პროცესში მონაწილეობის მიღება არ გინდა. არ ვიცი, წარმოუდგენელია“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

მან უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს, მმართველი გუნდის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და პარლამენტიდან გასასვლელად.

„ისინი თუ პარლამენტიდან გავლენ, ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ამით რას გააკეთებენ. ამით გააკეთებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შანსს საბოლოოდ მოკლავენ. ეს გამოიწვევს იმას, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ქვეყნის მიმართ მტრული ნაბიჯი. სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათ ხელი მოაწერეს და მართლაც კარი რამ გააკეთეს, მაგრამ ახლა, ამ ყველაფრის მიმართ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კითხვის ნიშნის დაყენება და წყალში გადაყრა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი