დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 23 სექტემბერი 2021, 11:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს   კრისტოდულიდესს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბრისას მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიპლომატებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, აშშ-ს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი 2021 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი