სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთმა სპეციალიზებული ეკიპირება დონაციით გადმოსცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 16 ოქტომბერი 2021, 10:18

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზებული ეკიპირება დონაციის სახით გადმოსცა. დონაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.

დონაციის ოფიციალური ცერემონიალი პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე გაიმართა. დონაციის ოფიციალურ დოკუმენტზე საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა, დღეს კი, სპეციალიზებული ეკიპირების გადმოცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა. აღჭურვილობა სპეციალიზებულია სამხედრო პოლიციის ოპერირებისათვის. იგი მოიცავს სპეციალურ კონტროლის ტექნიკას, ქიმიური თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, შემთხვევის ადგილის დაცვის აღჭურვილობას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ჩეკ-პოინტების აღჭურვილობას და სხვა.

პოლონეთის ჟანდარმერიის ბაზაზე გამართულ დონაციის ცერემონიალზე საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოლონეთის რესპუბლიკაში ნინო ბაკაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, პოლონეთის ჟანდარმერიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მატეუშ დადალი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი იაცეკ კაჟიმერსკი, ასევე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ბატალიონის უფროსი და ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული მხარისთვის გადაცემული ეკიპირება დაათვალიერეს და ქართველი და პოლონელი სამხედრო პოლიციელების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის გამართულ ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთი ოცეული პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე სწავლებასა და შეფასებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებისთვის გადის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი