გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 26 აპრილი 2024, 18:41

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ევროპარლამენტი შანტაჟის ენას იყენებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომელიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებაზე და კეზერაშვილის ვითომ მედია მენეჯერობაზე.

„ბოლო მოწვევის სესიაა და ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა, რაც არ იქნება ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ვიცით, უვიზო მიმოსვლა როგორ გაიცემა და ამას როგორი თანხმობა სჭირდება. ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი კორუფციაში მხილებული და მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ტყის სექტორის მართვის პრინციპების გაცნობის მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ სასამართლო პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაში საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
მიწის მასის ჩამოშლის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გურამ მაჭარაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა პრაქტიკულად უკვე გააკეთა იმის ნახევარი, რაც ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გაეკეთებინა, გამჭვირვალე გახდა ყველა პროცესი
არქივი