სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამდე ერთი დღით ადრე - აღიარებს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 20 ნოემბერი 2021, 12:31

„ერთი შეხედვით, ამ ჩვეულებრივ, პროპაგანდისტულ Facebook-პოსტში იმდენად ბევრი სკანდალური ფაქტი აღიარა პატიმარმა სააკაშვილმა, რომ, როგორც მინიმუმ, ამ ყველაფერს საქართველოში და არა მხოლოდ, პოლიტიკური შეფასება სჭირდება“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს.

„სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამდე ერთი დღით ადრე. ანუ აღიარებს, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს. და თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ეს ხალხი როგორ დაიჭრა? ან თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, მთელი „ნაცმოძრაობა“ რატომ გაჰკიოდა, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა და სწორედ ამ დღეს უნდა მივაგოთ პატივი გმირებს საფლავზე გასვლითო? იქნებ ჰკითხოთ ბელადის შნირებს, რომელ რიცხვში დაიწყო ომი? იქნებ ისიც ჰკითხოთ ბელადის შნირებს, განსაკუთრებით კანდელაკს, რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება სწორედ საქართველოს დააბრალეს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი