სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ათი სოფლის მოსახლეობასთან ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 25 ნოემბერი 2021, 18:24

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის „ვიცრებით ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო დონორებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო სათემო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთან იმართება.

„შეხვედრების მთავარ მიზანს იმუნიზაციის მნიშვნელობის და საჭიროების, ვაქცინების უსაფრთხოების და „კოვიდ 19“-ით გამოწვეული საფრხეების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შეხვედრებს უძღვებიან დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, სოფლის ექიმები, ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ათ სოფელს მოიცავს, კერძოდ, ჯიგრაშენი, დიდი გონდურაეშტიაგორელოვკახანჩალი, ოკამი, გოგაშენიარაგვატურცხა და ბარალეთი. თითოეული ღონისძიება 30-მდე ადგილობრივი მაცხოვრებზეა გათვლილი, ძირითად სამიზნე აუდიტორიას კი რისკ-ჯგუფის მქონე, 60 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენენ. შეხვედრების დასასრულს, იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს ადგილზე, მათთვის სასურველი ვაქცინით იმუნიზაციის საშუალება აქვთ. მოსახლების ვაქცინაციისთვის, სამცხე-ჯავახეთში თბილისიდან სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია ჩავიდა, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა უზრუნველყო.

არწვიკ პოღოსიანი სოფელ ჯიგრაშენის მკვიდრია, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზის მიღება, სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.

„ჩემთვის ვაქცინაცია პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან შარშან დავინფიცირდი და საჭიროდ ჩავთვალე, რომ ავცრილიყავი. 27 აგვისტოს სინოფარმის პირველი დოზით ავიცერი, მცირედი ალერგია მომცა მეორე დღეს, შემეშინდა და იმის შემდეგ თავს ვიკავებდი, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ავიცერი, ჩემივე ჯანმრთელობისთვის ისევ სინოფარმის ვაქცინით. სოფელში დეზინფორმაციის გამო ხალხს ეშინია აცრის, ყველას ვურჩევ რომ აიცრას“, – აღნიშნავს ადგილობრივი.

შეხვედრები დღეს ნინოწმინდის სოფლებში იმართება, 26 ნოემბერს კი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ადგილზე იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

ვაქცინაციის კამპანია „მოდი, ავიცრათ ერთმანეთისთვის” მსოფლიო ბანკის Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება. ვაქცინაციის კამპანიის გამართული საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ყველა რეგიონს და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი