ანა ნაცვლიშვილი - გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 26 ნოემბერი 2021, 14:23

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიანი გეგმის შეფასებისას განაცხადა.

 „ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად. მთავარი ორიენტირი, რის ირგვლივაც უნდა იყოს მუშაობა ოპოზოციაში, არის სისტემის ცვლილება, რადგან ამ სისტემის ცვლილების გარეშე რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად ხელში დაუტოვებს ძალიან ბასრ, უსამართლო იარაღს. რა თქმა უნდა, ამ ბასრ იარაღს ხელისუფლება გამოიყენებს, რათა ისევ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

რაც შეეხება ნაბიჯების თანმიმდევრობას, რა უნდა იყოს, სიმართლე გითხრათ, ახლა ამ დეტალებში შემოსვლის სურვილი არ მაქვს, რადგან ბევრჯერ ვთქვი და განვაცხადე, ჩვენ ვებრძვით მეორე მხარეს მდგომ აბსოლუტურად უკონტროლო, უკანონო, უზარმაზარი რესურსებით (მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ) უზარმაზარი ინფორმაციით აღჭურვილ და პარტიულ მანქანას, რომელიც გადაჯაჭვულია ერთმანეთზე სრულიად არაჯანსაღად. ამ პირობებში მათთვის დეტალურად ჩაბარება გეგმის, რომლითაც ჩვენ ვაპირებით ბრძოლის გაგრძელებას, არ მგონია, იყოს გონივრული.

ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა, იმ ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე, დასაბუთებულობაზე, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ არა იმოტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვესაუბრო, არამედ იმიტომ, რომ ვესაუბრო ჩემს მოქალაქეებს და მათთვის იყოს გასაგები, რა ტიპის ბრძოლაშია ოპოზოცია, რა ტიპის ბრძოლაში ვითხოვთ მათ მხარდაჭერას. მხოლოდ ამ მიზნით, სხვა შემთხვევაში არ მგონია, იყოს გონივრული ყველა დეტალი გავუშიფრო „ოცნებას“.

მე გითხარით, რომ არ მსურს გავაგრძელო მედიარეჟიმში გადაძახილ-გადმოძახილი „ევროპულ საქართველოსთან“. ერთმანეთის ტელეფონები ვიცით და თუ ვინმეს აქვს რაიმე სათქმელი, შეუძლია აღოს ტელეფონი და დაურეკოს. გითხარით, რა შემთხვევაში ვერ ვხედავ ვადამდელი არჩევნების აზრს, თუ არ შეიცვლება სისტემა და არ გადავალთ სრულად პროპოეციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის, რა შემთხვევაშიც ძალიან რთული იქნება იმის დანახვა, ამ უსამართლობის სისტემაში ვადამდელი არჩევენები რეალურად რატომ მოიტანს ცვლილებას. ჩვენი პოზოცია ეს არის. ამიტომ უნდა მივაღწიოთ სისტემის ცვლილებას.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვქონია ამ თვეების განმავლობაშიც, როდესაც პარლამენტში შესვლა ან მანდატების დატოვება გახდა ცენტრალური საკითხი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. პოლიტიკურ ბრძოლას ფორმასთან ერთად სჭირდება შინაარსი. ამიტომ თუ შინაარსი მოითხოვს ამ ფორმის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს ფორმა არის კანონიერიც და ლეგიტიმურიც. თუ პოლიტიკური ბრძოლის შინაარსი ამას არ მოითხოვს, პირიქით მოითხოვს იგივე საპარლამენტო მანდატის გამოყენებას შესაბამისი საკანონმდელო ცვლილების მისაღწევად, მაშინ, როდოესაც ვხედავთ, რომ ყველა სივრცე იხშობა თანდათან პოლიტიკური პარტებისთვის, ამ ვითარებაში მოწოდება იმისკენ, რომ პარლამენტიც დატოვე, საკრებულოც, არ ვიცი, რეალურად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი ღრმა რწმენა არის, ვიდრე ოპოზიცია ინარჩუნებს მანდატებს პარლამენტში, ეს მანდატები არა თუ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ უნდა იყოს გამოყენებული სრული დატვირთვით. ვისურვებდი, დისკუსიები გადავიდეს ამ მიმართულებით სრული დატვირთვით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრძოლის ის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც არის პარლამენტი. ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვცდილობთ, ქუჩიდან მივაწვდინოთ ხელისუფელაბას ხმა, მაშინ, როდესაც ის პარლამენტში ზის. ჩემთვის ლოგიკური არ არის, მარტო ქუჩუდან რატომ უნდა მივაწვდინო ხმა, თუ შემიძლია, მაგალითად, რაც გავაკეთე გუშინ, შევიდე კომიტეტზე, დავარქვა ყველაფერს თავის სახელი, ჩამოვახიო ნიღაბი და შემდეგ გამოვიდე. ამაზე რატომ უნდა ვთქვა უარი, არ მესმის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი