გიორგი ხელაშვილი - მოვუწოდებ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს, ითანამშრომლონ მმართველ პარტიასთან, რაც მათ შეუნარჩუნებს შანსს, რომ არ გაქრნენ შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური სცენიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 30 ნოემბერი 2021, 16:48

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იგი დეზინფორმაციად შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ინტერესების დაცვა ევროკავშირში. როგორც ხელაშვილი ამბობს, სწორედ ამას ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, სტრასბურგში.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა დღეს აქტიურია საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ჩვენი ამოცანა არ არის ცალკეული პარტიების პარტიკულარისტული ინიციატივების არაეფექტურობის გამომზეურება. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ინტერესების დაცვა, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირში. „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, სტრასბურგში ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდა. ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ინტეგრაციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თუმცა, სწორედ ამ შეხვედრებმა კიდევ ერთი სიმართლე გამოააშკარავა – ქართული ოპოზიციური მსხვილი თუ წვრილი პარტიების საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები პიროვნული კავშირებით ცდილობენ შთაბეჭდილება შექმნან, რომ ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ არსებობს, რაც უბრალოდ ტყუილია. სამმა მძიმე შეცდომამ განაპირობა ოპოზიციის საერთაშორისო ავტორიტეტის ფაქტობრივი განულება. პირველი – საპარლამენტო საბოტაჟი, რომელმაც აჩვენა რომ ოპოზიცია არა მარტო ტყუის, არამედ არაფრად აგდებს საქართველოს სტაბილურობას და ეროვნულ ინტერესებს. მეორე – შარლ მიშელის შეთანხმების უპატივცემულობამ, როდესაც მისი ვითომ ხელმომწერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პარლამენტს, აჩვენა რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ სიტყვით არის პროევროპული, მაგრამ სინამდვილეში, ევროპასთან ახლოსაც არ გაუვლია, გადატანითი და ლამის პირდაპირი მნიშვნელობით. მესამე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია პირფერობს, როდესაც დემოკრატიაზე და დასავლეთზე საუბრობს. სინამდვილეში კი მხოლოდ ხელის შეშლა და არეულობა აქვს მიზნად“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ქვეყნის ინტერესებისთვის მმართველ პარტიასთან ითანამშრომლონ.

„მინდა, გავიმეორო ირაკლი კობახიძის მიმართვა და მოვუწოდო პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს, ქვეყნის ინტერესებისთვის ითანამშრომლონ მმართველ პარტიასთან, რაც შეუნარჩუნებს მათ შანსს, რომ არ გაქრნენ შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური სცენიდან“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი