"სამი წელი არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია, ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 10 იანვარი 2022, 12:03
მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

“ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყოს წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი