"ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 10 იანვარი 2022, 19:46
ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება - ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორცილებული სტრუქტურული ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება.

„ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ „კობა იქნება შენ გადაინაცვლო აქ და ამ ფრონტზე იყო. მოვიწვიოთ პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია.“ ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?! - ჩვენთან, პარტიაში ეგრე არ არის, პირიქით. ეს უზრუნველყოფს პარტიის უფრო კარგ ფუნქციონირებას, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი