კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 14 იანვარი 2022, 18:11

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მობილიზებულია 8 ათასამდე საწოლი და დღეისთვის მოქმედ 62 ონლაინკლინიკას მომდევნო კვირიდან კიდევ 40 დაემატება.

„შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ომიკრონის“ ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ახორციელებს. აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზებაზე. მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა მობილიზებულია ონლაინკლინიკებით. 

დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინკლინიკა, ამას მომდევნო კვირიდან დაემატება 40 ონლაინკლინიკა ახალი და სრულად გაიშლება პირველადი ჯანდაცვის ქსელში კოვიდის მართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას.

დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.

რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება - ანტიგენტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

ასევე ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი დაცვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში. განსაკუთრებული მობილიზება კიდევ ერთხელ გვმართებს. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია ბუსტერდოზებით, რომ დავიცვათ სამედიცინო პერსონალი და არ შეიქმნას დეფიციტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
ლევან ნიკოლეიშვილი: ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება
არქივი