ნინო წილოსანი ლადო ხინჩეგაშვილზე - არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება, ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 14 იანვარი 2022, 18:39
არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს,  რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გორის მერის ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

 მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ ლადო ხინჩეგაშვილის რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას. 

"აი ეს არის მარაზმი, სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცლებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!! არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს ,რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა. სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს !!!" - წერს ნინო წილოსანი Facebook-ის გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი