თბილისის „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 14 იანვარი 2022, 22:39

დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 „დღეს „საახალწლო სოფელი“ დასრულდა. რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში, ბევრი აქტივობა განხორციელდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მეწარმეს, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის ცნობით, კონცერტში მონაწილეობდნენ მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე და დათო ფორჩხიძე. შემსრულებლები მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის მიერ შედგენილი პროგრამით წარდგნენ.

ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფმა The Quintessence, ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გიორგი სუხიტაშვილმა ოსური და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი