New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 19 იანვარი 2022, 15:19
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია.

მისი თქმით, როგორც ყოველთვის, საააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილი სტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია.

აქვე აბაშიძე აღნიშნავს, რომ სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე.

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, საააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევა
ში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება...“ - წერს გია აბაშიძე Facebok-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი