იაკლი კობახიძე - რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ვერ გამოვყოფდი თემას, სადაც ჩვენ რაიმე პრინციპული შეცდომა დავუშვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 19 იანვარი 2022, 23:36

ჰქონდა თუ არა სახელისუფლებო გუნდს შეცდომები იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც პარტიას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ამ თემაზე "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა:

"რთული ერთი წელიწადი გამოვიარეთ და ასეთ დროს არის უამრავი ტაქტიკური ნაბიჯი გადასადგმელი. ასეთ დროს იდეალური ვერც ადამიანი, ვერც ხელისუფლება ვერ არის. იყო ალბათ რაღაც ხარვეზები, შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო.

მთლიანობაში რაც იყო სტრატეგიული გადაწყვეტილებები - ეს იყო მოლაპარაკებებში აქტიურად შესვლა, შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ყოფილიყო ხელმოწერილი, 43% იყო მთლიანად ჩვენი ინიციატივა. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი. ამის შემდეგ იყო ამ შეთანხმების ანულირება. რადგან 8-დან 4 საპარლამენტო ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერდა, ანულირებას ალტერნატივა არ ჰქონდა, ამან დაამშვიდა საარჩევნო გარემო, ბევრად უფრო პოლარიზებული იქნებოდა არჩევნები რომ ყოფილიყო ძალაში ეს შეთანხმება.

ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასეთ თემას ვერ გამოვყოფდი, სადაც ჩვენ რაიმე პრინციპული შეცდომა დავუშვით ან ხარვეზი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი