ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებულმა სასამართლოში პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 09 მაისი 2022, 19:20

ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა.

როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

„დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს - ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
არქივი