რუსეთმა მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 14 მაისი 2022, 22:29

რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და   სევეროდონეცკიდან  ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა.

მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, დღეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ.

„მანქანების უზარმაზარი კოლონა მარიუპოლის მცხოვრებლებით (500-დან 1000 მანქანამდე), რომლებიც სამ დღეზე მეტ ხანს ელოდნენ ნებართვას, საბოლოოდ გაუშვეს ზაპოროჟიესკენ. როგორც იქნა, ჩვენს ახლობელ მარიპოლელებს სახლში ველოდებით“, – განაცხადა პიოტრ ანდრუშენკომ.

ამავდროულად, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე პირველად, ევაკუაცია სევეროდონეცკიდანაც განხორციელდა.

„დიდი ხნის მანძილზე სევეროდონეცკიდან ევაკუაცია უკიდურესად სახიფათო იყო. საბოლოოდ ეს მოხერხდა. ქალაქის 17 მცხოვრები უკვე უსაფრთხოდ არის. მათ შორის სამი ბავშვია“, – განაცხადა გაიდაიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი