ჩვენი მოლდოველი და უკრანელი კოლეგები გაერთიანებულები არიან და ერთად იბრძვიან, რომ მათ ქვეყნებთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწვეტილება იყოს მიღებული, ჩვენს შემთხვევაში ყველა ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა იყოს გაკრიტიკებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 20 მაისი 2022, 14:34

გვყავს მეგობრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპარლამენტში და ჩვენც გვიზიარებენ ინფორმაციას მათი საუბრების შესახებ - შესაბამისად, არ არის ასეთი რთული გაიგო, თუ შინაარსის შეხვედრებს ატარებენ და რა თხოვნებით დადიან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა,

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაგალითად, მიიღონ რეზოლუცია, სადაც საქართველო იქნება გაკრიტიკებული ან მიიღონ განცხადებები, რომელშიც საქართველოს მხოლოდ კრიტიკა იქნება. გულსატკენია, როცა ჩვენი მოლდოველი და უკრანელი კოლეგები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც კი გაერთიანებულები არიან და ერთად იბრძვიან, რომ მათ ქვეყნებთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწვეტილება იყოს მიღებული - სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ ჩვენს შემთხვევაში. პირიქით, ყველა ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა იყოს გაკრიტიკებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად ვნებს იმისათვის, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსნებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი