რატომღაც თქვენ არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით ეს იყო თუ არა დეპოლარიზაციისთვის?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 23 ივნისი 2022, 14:35

რატომღაც თქვენ არ გახსენდებათ სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციის, ქალბატონი დეპუტატების წიოკი, რატომ არ მეკითხებით ეს იყო თუ არა დეპოლარიზაციისთვის?! - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვას, პრემიერ- მინისტრის გუშინდელი განცხადებები რამდენად დაეხმარება დეპოლარიზაციას.

როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ თავად დაიწყო პოლარიზაცია.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებს კანდიდატის სტატუსი და გუშინდელ სესიაზეც დაამტკიცეს, რომ "მათთვის მთავარია, თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ომის, არეულობის ფასად, პოლარიზაციის ფასად".

„ამ პუნქტების გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად დაიწყო თავად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლარიზაცია იმით, რომ დაუმორჩილებლობაზე დაიწყო საუბარი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ხელისუფლების შეცვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი გაკეთებული.

რაც შეეხება კითხვებზე და მათ განცხადებებზე პასუხების გაცემას, ამას სამომავლოდაც გავაკეთებთ, რადგან გუშინ სხვათაშორის, არამხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც გაიგეს ბევრი სიახლე, მათ შორის, პრემიერ- მინისტრისგან, რომ თურმე, საქართველო, ევროპის ოფიციალური სტატისტიკებიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თურმე, ყოფილან ისეთი ადამიანები საქართველოდანაც და ევროპაშიც, რომლებიც ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ ქვეყნისთვის. პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება, მაგრამ თუ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს პროვოკაციას, ბუნებრივია, ამას ექნება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი