დღეს ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 24 ივნისი 2022, 10:48

დღეს ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ის ავანსი, რაც გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია მოლდოვეთიც იყოს. მაკრონმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ვერ მისცეს ნატოს წევრობა და ვალდებულები ვიყავით ეს ჟესტი გამოგვეცხადებინაო.

საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული სიტუაციაა. ჩვენ აქეთ რეგიონში ვართ და ჩვენს გარშემო არც რუმინეთი, პოლონეთი და არც ლიტვა და ლატვიაა. ჩვენს რეგიონში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი