სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის ერთობლივი განცხადება - საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 29 ივნისი 2022, 16:12
ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე“.

პარლამენტის აღნიშნულ წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც სამუდამოდ შეუძლებელს გახდის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას.

„მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გვაკისრია.

გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი.

გვესმის, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის. ამიტომ, გვიწევს პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება და დამოუკიდებლად მოქმედება. თუმცა, ვრჩებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და გუნდს ყველანაირად დავეხმარებით ყველა საქმეში, რომელიც ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არის გასაკეთებელი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
არქივი