პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიშალა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც, მჯდომარე აქციით ღამეს გაათენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 04 ივლისი 2022, 00:01

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც, რამდენიმე ასეული ადამიანი მჯდომარე აქციით ღამეს გაათენებს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც დილიდან ხმაურით უნდა შეხვდნენ.

"მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

აქცია დასრულდა "ქართული ოცნების” ოფისთანაც.  აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის სახლთან ღამეს გაათენებს.   

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, დღეს ბიძინა ივანიშვილს ,,მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა”.

შეგახსენებთ, „შინ ევროპისკენ“ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და გადადგომა მოითხოვა, ულტიმატუმის ვადა 3 ივლისს ღამის 12 საათზე ამოიწურა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euractiv: ივლისში, ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო დღეს
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
არქივი