დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 06 აგვისტო 2022, 21:12

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამირან გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია“.

თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით.

„ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!“ – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
არქივი