აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 11 აგვისტო 2022, 23:15

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა  პრეზიდენტ  დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2008 წლის ომის შემდეგ, კრემლის წინ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს
პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები
ცდილობენ ჩვენი რიტორიკა ანტიდასავლურად წარმოადგინონ, რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს და ვსაუბრობთ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს უნდა ამას დაარქვას რუსული, ეს არის მავნებლობა
წალენჯიხაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს
ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით"წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია
არქივი