ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 16 სექტემბერი 2022, 15:21
დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირად „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

„ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა“, - წერია ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდrოულად მან აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის არმია ხუთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

„და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინათ, მხოლოდ ანადგურებდნენ, ართმევნდენ, მიჰქონდათ. მათ დატოვეს გაპარტახებული სოფლები და ზოგიერთ მათგანში ერთი გადარჩენილი სახლიც კი არ არის. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლია“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
არქივი