ანა წითლიძე წულუკიანს - კარგად დაიწყეთ, მაგრამ ისე დაასრულეთ, როგორც გჩვევიათ - ბოღმით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 22 სექტემბერი 2022, 23:14
უზრდელობაში ვერ შეგეჯიბრებით, რადგან ეს თქვენი დამსახურებული სტატუსია - ამხელა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ქალმა უნდა იცოდეთ, რომ სიტყვის, რომელიც თქვენ ყველაზე ხშირად ახსენეთ დღეს, სწორი ფორმა არის „ტყუილი“ და არა „ტყვილი“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მან მიმართა, მინისტრს, რომ შემდეგში აღნიშნული წესი გაითვალისწინოს.

„ქალბატონო თეა, კარგად დაიწყეთ, მაგრამ ისე დაასრულეთ, როგორც გჩვევიათ - ბოღმით. ჩემი მიზანი არ არის არც ბოღმაში აყოლა, არც პოლემიკაში შემოსვლა, მითუმეტეს უზრდელობაში ვერ შეგეჯიბრებით, რადგან ეს თქვენი დამსახურებული სტატუსია. ამხელა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ქალმა უნდა იცოდეთ, რომ სიტყვის, რომელიც თქვენ ყველაზე ხშირად ახსენეთ დღეს, სწორი ფორმა არის „ტყუილი“ და არა „ტყვილი“. ამიტომაც, როდესაც ადამიანებს პროფესიონალიზმს უწუნებთ, გაითვალისწინეთ შემდეგში, რომ არ შერცხვეთ. ელემენტარული გრამატიკული წესია“, - განაცხადა წითლიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი