152
23 სექტემბერი 2022, 00:00

ოქტომბრის პირველ უქმეებზე გაიმართება თბილისობის დღესასწაული. ეს ჩვენი ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისობის დღესასწაულზე კონკრეტული ლოკაციები იქნება გამოყოფილი, სადაც ეს ღონისძიებები გაიმართება
„გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება. კონცერტებს რაც შეეხება, ცოტა მოგვიანებით ჩვენი თანამშრომლები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას. კონკრეტული ლოკაციები იქნება გამოყოფილი, სადაც ეს ღონისძიებები გაიმართება. იქნება რიყე, ორბელიანის მოედანი და ემატება გუდიაშვილის მოედანი, რომელიც რეაბილიტირებული, განახლებული და მოწესრიგებულია ყველანაირად. თუ რა ღონისძიებები გაიმართება ცოტა მოგვიანებით ჩვენი თანამშრომლები უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |