რომის პაპმა ფრანცისკემ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 02 ოქტომბერი 2022, 17:42

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას უკონტროლო გლობალური შედეგებით.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იყოს ღია ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი