ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გადაგვიხადა მადლობა მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 24 ნოემბერი 2022, 22:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პორტუგალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ავგუსტო სანტოს სილვასთან, რა დროსაც მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, უსაფრთხოების გარემო, აგრეთვე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული პოლიტიკა და ოკუპირებული რეგიონები.

„მადლიერება გამოვხატე პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაგვიხადა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის ღირებულია პორტუგალიის გამოცდილება და მხარდაჭერა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი