დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 24 ნოემბერი 2022, 22:45

დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ - „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვს.

„მე მგონი, დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც შენ მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული, არ აღიარებ. ათას შეურაცხყოფას აყენებენ სალომე ზურაბიშვილს. დღეს ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის იქნებ სააკაშვილი შეიწყალოთო. ეს უბრალოდ სირცხვილია.

ჩემი რჩევა [სალომე ზურაბიშვილს] არ სჭირდება. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. მას არ სჯერა, რომ პირველი - დეპოლარიზაცია ამაზე არის დამოკიდებული და მეორე - არ უნდა მართლმსაჯულებაში ჩარევა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი