პორტუგალიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 25 ნოემბერი 2022, 14:35

პორტუგალიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს ქართველი კანონმდებლები შეხვედრას გამართავენ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან. საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის პარალელურად ლისაბონში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პორტუგალიურენოვან ქვეყნებში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება.

„შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების შესახებ ჩვენს პარტნიორებს. პორტუგალია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. არაერთხელ აღინიშნა საქართველოს როლი და დამსახურებები ნატოს სამშვიდობო მისიებში. ამას ხაზგასმით ყოველთვის გვეუბნებიან და მადლობას გვიხდიან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ქარუმიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი