სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დადგინდა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ვინმეს განზრახ მოეკლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 19 იანვარი 2023, 18:08

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, მუდმივად ცდილობდა ამ ტრაგედიით მანიპულირებას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის არის, რადგან დადგინდა რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება მის სიკვდილზე სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია, მუდმივად ცდილობდა ამ ტრაგედიით მანიპულირებას, პოლიტიკური ქულების დაწერას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. ახლა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გაძლებას ვუსურვებ.”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი