იოსელიანი ლევანი - ხაბეიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის საბრძოლველად ათასი გზა არსებობს, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა, არეულობა არ უნდა დავუშვათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 25 იანვარი 2023, 15:10
ვფიქრობ, საფრთხის შემცველია ნებისმიერი ქმედება, რომელიც კონსტიტუციას, კანონს სცდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყანაში არეულობა არ უნდა დაუშვან.

„ჩვენს ქვეყანაში არ უნდა დავუშვათ რაღაცა ტიპის არეულობა, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. არ ვიცი, რას აპირებს ხაბეიშვილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ათასი გზა, პოლიტიკური ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იბრძოლო, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი