ადამ კინზინგერის განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს, საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 25 იანვარი 2023, 20:30

ადამ კინზინგერის განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს, საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერს: „ქართული ოცნება“ აღარც კი მალავს თავის სიყვარულს რუსეთისადმი. ძალიან სამწუხაროა“.

 „ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლო, საქართველო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდებები და დეზინფორმაცია ვრცელდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა არხითაც არ უნდა იყოს გაჟღერებული, ვუპასუხოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები და საქართველოს რეპუტაცია. სწორედ ამიტომ, ადამ კინზინგერისგან მე მოველი, რომელიც ერთ დროს იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, მანაც გააკეთოს შესაბამისი ანალიზი და გამოეხმაუროს იმ დეზინფორმაციას, ვინაიდან მისი ქვეყნის, აშშ-ის ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებდა და ოფიციალურად დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს, წესებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეადგინა და დააწესა ომის პერიოდში. ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება. ჩვენც ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი საქმიანობა და შედეგები, რომელიც აქვს პოლიტიკაში როგორც პარტიის ლიდერს, პირდაპირ აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გახლავთ ახალი თაობის პროდასავლური პოლიტიკოსი. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, ეს არის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის არჩევნები, რომელიც საქართველომ ჩაატარა და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას ეხება. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ განცხადებას და ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, საწყენია, როდესაც ერთ დროს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი ასეთი შეფასებებით და ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით ეხმიანება საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა „რუსული ოცნება“ ამ პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ახალგაზრდებს ფარად იყენებენ
საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
არქივი