საქართველოს მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესია ნინოობას აღნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 27 იანვარი 2023, 10:37

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენებას ულოცავს და მათ სიკეთეს, მშვიდობას უსურვებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული.

„დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში.

წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენებას ულოცავს და სიკეთეს, მშვიდობას უსურვებს“, - აღნიშნულია მილოცვაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს.

„საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება და ამდენად, წმინდანი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს ქართველთა შორის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია მილოცვაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ელარჯი-ფართი“ წალენჯიხის მერიაში - მერიის თანამშრომელი, ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გონერ კვარაცხელიას მეუღლე ქეთევან ფიფია სამსახურში ელარჯს ამზადებს
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზი უფრო დამძიმდება, შემდეგი იქნება, რომ ნატო და ევროკავშირი არ გვჭირდება -„ქართული ოცნების“ შეფასებები გასაგებია, მნიშვნელოვანია, რას დავუპირისპირებთ ოპოზიცია
„პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა“, „რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ შესაძლოა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“ - რას ამბობდნენ უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე მსოფლიო ლიდერები
მაია ბითაძე: განვიხილეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი - ოპოზიციონერებისგან არცერთი არ არის დარბაზში
მიხეილ სარჯველაძე: 12-პუნქტიან გეგმაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩართულობა
არქივი