ნაჩო სანჩეს ამორი - შეცდომა იყო, როდესაც საქართველო არ დავაყენეთ ერთ რიგში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შევთავაზეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 15 მარტი 2023, 15:25

შეცდომა იყო, როდესაც საქართველო არ დავაყენეთ ერთ რიგში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი შევთავაზეთ, რადგან ამან „ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნარატივი გააძლიერა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

„მე უარს ვამბობ ამ ყალბი დიქოტომიის არჩევანზე ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, რომესაც აქ მსხდომთაგან ბევრმა ურჩია, არ დაბრუნებულიყო ქვეყანაში და ის უკანონოდ ჩავიდა იქ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მთავრობას შორის, რომლის მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ სულ უფრო აშკარა ხდება.

თუმცა როგორც ჩანს, ჩვენ ვთანხმდებით, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და იქიდან, ვგულისმხობ პროდემოკრატიულ და პროევროპულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას. ვიმეორებ, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველო არ დავაყენეთ ერთ რიგში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი შევთავაზეთ, რადგან ამან „ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნარატივი გააძლიერა. ჩვენ გავხსენით დიდი სივრცე ამ ანტიევროპული ნარატივის შესავსებად და ამას, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყვია პოლარიზაციის დასრულებისთვის, რომელიც, როგორც ვამბობდით ისედაც გვაშფოთებდა. ახლა ჩვენ უნდა გადავაწყოთ ქვეყანაზე ჩვენი გავლენის ბერკეტები იმ სიტუაციაში, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე მოგიწოდებთ ყველას, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და არ ავირიოთ მცდარ დიქოტომიებში“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი დაუპირისპირდა "გლობალური ომის პარტიის" პროპაგანდის ძირითად სლოგანს - არაპროვოცირებული ომი!
გიგა ბოკერია - თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?! - ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი
მამუკა მდინარაძე: სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება - თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ
მამუკა მდინარაძე: სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი