მაია ბითაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მონაწილეობა მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 30 მაისი 2023, 21:24

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“, კომიტეტის თავმჯდომარემ მდგრადი ურბანული განვითარებისა და მდგრადი სატრანსპორტო მობილობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა ადგილობრივ დონეზე მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების აუცილებლობას.

მაია ბითაძემ მოწვეულ სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ასევე კანონპროექტებზე, რომლებზეც კომიტეტი ხსენებული მიმართულებებით მუშაობს; მათ შორის, სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესახებ, როგორიცაა საქართველოს კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის პროექტი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, ინკლუზიური ურბანული პროექტების განხორციელება, ბიზნეს - მეგობრული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების ასევე კომპანიების: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქალაქური“, „სარაჯიშვილი“ მხარდაჭერით გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი