გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს პროკურატურას მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 02 ივნისი 2023, 20:02

სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. მათი ინფორმაციით, ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

“წყლის ხარისხზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია 2019 წელსაც გავრცელდა, როდესაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასამართლოს მიმართა და შედეგად, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ამჯერად, კომპანია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, რათა დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები დადგინდეს”, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.

ასევე, „ჯივიპის“წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ ნიკურაძის თქმით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

“თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ „ჯივიპის“ ლაბორატორიებსა და ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში 24-საათიანი უწყვეტი რეჟიმით ხორციელდება,” - აღნიშნა თამარ ნიკურაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი