გიორგი კახიანი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო სახალხო განხილვები და ამ განხილვების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გავიგოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 28 მარტი 2024, 12:35

ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება საყოველთაო სახალხო განხილვები და ამ განხილვების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება და საზოგადოების პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გავიგოთ. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. ფსევდო ლიბერალები ჩაერთვებიან ამ პროცესში, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება საზოგადოების ინტერესებშია და ინიციატივას ხალხის მხარდაჭერა აქვს.

„ისინი თავისი პოზიციის დაფიქსირებასაც კი ერიდებიან იმიტომ, რომ ერთი მხრივ იციან, ამ კანონის მიღება არის საზოგადოების ინტერესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ თავიანთი პატრონების წინაშე, რომლებიც დიდი ალბათობით, ამ კანონის მხარდაჭერისთვის მათ შესაბამისად გაკიცხავენ“, - აღნიშნა კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა: 29 აპრილს არის კიდევ ერთი, მორიგი დემონსტრირება ერთიანობის
ირაკლი ქადაგიშვილი საპატრიარქოს წერილზე: ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი ზარქუა სენატორების წერილზე: პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ
დავით მათიკაშვილი: აუცილებელია, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების დაცვა
ირაკლი ღარიბაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: ქვეყანაში რეგისტრირებულია 31 041 „ენჯეო“. თითო კაცი მაინც ხომ ეყოლება ამდენ ორგანიზაციას? თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერჯერობით ამის მესამედი ვნახეთ, ამაში უჩვეულო არაფერია
არქივი