შალვა პაპუაშვილი - რომაული გამონათქვამია, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს, ზოგიერთს ხარი ვგონივართ და გვეუბნებიან, არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 28 მარტი 2024, 12:59
ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, ქვეყანა გარე გავლენებისგან დაიცვას და იფიქროს ისეთ საკითხებზე, რაც მისაღებია აშშ-ში და სხვადასხვა ქვეყანაში.

„ძველი რომაული გამონათქვამია, რომ ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს. ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ – ის, რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს და მგონი, ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალეა. დღეს ყველა გაჩუმდა და ვერავინ ამბობს, რომ აბსოლუტური გამჭვირვალეობაა – ვერც უცხოელი და ვერც ქართველი აქტორი. ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ „ენჯეობი“ და მერე ამართლებენ, რა პრობლემა არის, შორი-ახლოს „ენჯეოები“ გვყავდესო. პრობლემა ისაა, რომ ისინი უცხოურ ფულს იღებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც უცხოური ფულით ფინანსდებიან, აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები.

„იმ მომენტში, როდესაც ხელს ჰკიდებენ უცხოურ ფულს, ისინი აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსები, არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები და ეს მათ პოლიტიკურ განცხადებებში პირდაპირ ჩანს. ამიტომ იყო, რომ ისინი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერდნენ, რადგან მათ იმ ქვეყნების მიმართ ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ამიტომ ითხოვდნენ მოხალისე მებრძოლების გაშვებას უკრაინაში. ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? „ნაცმოძრაობა“ აქციებს აწყობდა ცალკე აეროპორტში და ცალკე პარლამენტთთან, რომ მთავრობას მებრძოლების გაშვებაზე ლოჯისტიკა თავის თავზე აეღო. რომელმა ქვეყანამ გაუშვა? აქ ვინ ყვიროდა, ის „ენჯეოები“ ხომ არა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამბობდნენ, რომ ეს სირცხვილია და ასეთ მშვიდობას ცეცხლი რომ ერჩიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.

„ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როცა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება
დავით კაჭარავა: ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ვხედავთ - პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი - არა, ეს უკვე რეკომენდაციები არ არის
ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
იაგო ხვიჩია: ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში
„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს
არქივი