ოლაფ შოლცი: რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 28 მარტი 2024, 13:20
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ მან Märkische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ეს პროცესი ჩაიშალა. შოლცის განცხადებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ კრემლი მოლაპარაკებების საკითხს დონბასში ჯარების გაგზავნის შესანიღბად იყენებდა.

„შემდეგ ცნობილი გახდა ბუჩასა და ირპენში მასობრივი მკვლელობების შესახებ, რამაც მოლაპარაკებებს ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა“, - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, ომის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხზე, ასევე ტყვეების გაცვლისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

„რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინაც, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე ახლაც მსჯელობს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა. თუმცა აუცილებლად უნდა დავაზუსტო: მშვიდობა შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ დროს, ამისთვის პუტინმა ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და უკრაინიდან თავისი ჯარი გაიყვანოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს
„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია: შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში
მეუფე იაკობი - უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას, მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა
არქივი