მაკა ბოჭორიშვილი: როცა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კვლევებში საქართველო პოზიციონირებს ყველაზე წინ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ ხდება მართლმსაჯულების საკითხებით ასეთი სპეკულირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 28 მარტი 2024, 14:21
როდესაც მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში საქართველო პოზიციონირებს ყველაზე წინ კანდიდატ ქვეყნებს შორის, ხშირ შემთხვევაში უსწრებს ევროკავშირის ან ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ ხდება მართლმსაჯულების საკითხებით ასეთი სპეკულირება, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, შევხედოთ კვლევებს, რომლებიც კეთდება მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს პოზიციები ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმჯობესდება. ეს გვაძლევს სურათს, რათა ვიმსჯელოთ იმაზე, რა გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება მათ გავუმკლავდეთ.
როდესაც ქვეყანა პოზიციონირებს ყველაზე წინ კანდიდატ ქვეყნებს შორის, ხშირ შემთხვევაში უსწრებს ევროკავშირის ან ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ ხდება მართლმსაჯულების საკითხებით ასეთი სპეკულირება და რა ინტერესები არსებობს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი (Government attacks on judiciary) დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) გამოაქვეყნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეკანოზი ილია კარკაძე - ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე ცეკვავს
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა
რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ბიზნესასოციაცია: გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დაუახლოვდა ევროპას
არქივი