მაკა ბოჭორიშვილი გვარამიას საქმეზე: ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ქმნიან აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პრობლემას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის იმიჯს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 28 მარტი 2024, 14:41
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

„ვნახეთ, რომ თურმე, ქართული მართლმსაჯულება ყოფილა მართალი; თურმე, ქართულ მართლმსაჯულებას აბსოლუტურად სწორად უმოქმედია. ნამდვილად, შემდეგ ხდება ხოლმე ეს სპეკულაციების საფუძველი, რომ თითქოს, საქართველოში არ არის ისე, როგორც უნდა იყოს.

ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ქმნიან აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პრობლემას და საფრთხეს უქმნიან ზოგადად, ქვეყნის იმიჯს, რაც შემდეგ უკავშირდება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, თუნდაც, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აჩენენ კითხვებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ამის არანაირი საფუძველი არ არის. იცით, რომ მართლმსაჯულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა
ირაკლი ზარქუა: 29 აპრილს არის კიდევ ერთი, მორიგი დემონსტრირება ერთიანობის
ირაკლი ქადაგიშვილი საპატრიარქოს წერილზე: ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში
არქივი